კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:59
Advertisement

 

 

 

მე მიყვარს ზამთრის უსახურ დღეთა

წივილი ქარის - მომტირლის როლში,

ცქერა ჩონჩხების, გაძარცვულ ხეთა,

მიმოფანტული ჩრდილები თოვლში.


დაგმანულ ფანჯრებს და კარებს იქით,

როგორ აისხამს ყინვას მძივებად -

დღე იანვარის, თოვლის საბანში

ფიქრსაც რომ მშვიდად ჩაეძინება.


გაძარცვულ სხეულს, შეცივნულ ფიქრებს

ვუნთივარ, ვათბობ, არ გაიყინოს,

ვაფარებ ტუჩებს გათოშილ თითებს,

რომ უშენობა არ დაიყვიროს.


დამესიზმრება, მოგაქვს ზაფხული,

უბე მზითა გვაქს სავსე, გამთბარი,

ყვავილთა თოვა გაქვს განზრახული,

რომ ააჭრელო ჩემი ზამთარი.


აგედევნება სურვილი ჩემი

და თოვლში შენთვის იებს აგროვებს,

მშვენიერია, სიზმარში ვრჩები

და ყველაფერი სიზმარს მაგონებს.


მე მიყვარს ზამთრის უსახურ დღეთა

წივილი ქარის, მომტირლის როლში

და საუბარი უშენოდ, შენთან

და სიარული შენს გამო თოვლში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen