კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:53
Advertisement

 

 

 

მეძინა და პაპაჩემმა

უთენია წამომაგდო,

- წუხელ მთელი ღამე თოვდა,

ნახე, რამოდენა დადო!


რა ხანია არ მინახავს

ასე მსხვილი ფიფქის ცვენა,

ამ თოვლმა და ამ ზამთარმა

სიყმაწვილე გამახსენა.


მოფარფატე ფანტელებმა

ყველაფერი გადაპენტა,

ეს ციური სიქათქათე

ასე დიდ ხანს დარჩეს ნეტა.


პაპამ ციგა გამიმზადა,

ბებომ თბილი სამოსელი,

ვისაუზმე, ჩავიფუთნე,

ციგას წამოვავლე ხელი,


სიხარულის ყიჟინაა,

ყველა გამოსულა გარეთ,

თოვლის პაპას გავაკეთებთ,

ვიგუნდავებთ, ვიციგავებთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen