კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:05

 

 

 

კბილივით -

პირღია ზეცას -

ვარსკვლავი მოუჩანს სარძევე...

ქარების ქოთქოთი მწეწავს,

ღრუბლების ეტლები მარწევენ...


ვეჩვევი დეკემბერს თანდათან

და ყინვებს - დეკემბრის დოსტებს.

ამ ქარსაც ხომ ვიცნობ,

ამ თათარს,

რომ გნატრობ - ქვეყანას მოსდებს!


წაიღებს ამ ზეცის ზარდახშას

შავთეთრი წრიალი ღრუბლის...

სულ ერთი ფიორი ცა დარჩა,

სამყოფი ჩემი და უფლის!


და ბოლო ფიქრების კანკალით,

(სულსაც რომ ვატანდი ოდეს)

მივყვები დეკემბრის მანქანის

ყველაზე სრულყოფილ მოდელს...


არ მრჩება არც ციხე,

არც ქავი,

შემოვრჩი ამ ტრიალ ქუჩას...

...ზეცას კი ის ბოლო ვარსკვლავი

სარძევე კბილივით უჩანს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ