კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 22:25
Advertisement

 

 

 

თუ იმერეთში სინათლით სავსე

გინახავთ ჩვენი პატარა თემი

და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ -

მშობელი მამა ის იყო ჩემი.


მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი

და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,

და მერე ჩამქრალ თვალების სევდით

ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.


ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმად

გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით

და სიცოცხლის და სიკვდილის შუა

გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.


და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,

არ დაუნახავს - გამხმარი ძვალი

და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც

არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;


არ ჩარჩენია ჯავრად მშვენება

ლურჯი ველების, ლურჯი ქედების...

მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,

ორივე თვალში რომ ვიხედები.

 

ლექსები მამაზე  • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen