წავიდა მამა, მოკლე და სწრაფი
გამოთხოვება ქონდა შვილებთან
წავიდა დედა და გაწყდა ძაფი,
მშობელ სახლთან რომ მაკავშირებდა.მერე სხვა გზებით წავიდნენ სხვები
და მათი კვალი ქარმა წახვეტა...
და ბოლოს - იმ გზით, შინ რომ წახვედი,
ჩემთან მოვიდა სასოწარკვეთა.