კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:28
Advertisement

 

 

 

შემოდგომაა ახლა სოფლად და

კალთას იბერტყავს ეზო და კარი,

კრეფა ხილისა ყველგან მოთავდა,

მადლობა ღმერთს, რომ გვაღირსა ქარი.


მე, მოხუც მამას, რა ამიყვანდა

იმ ვაშლის ხეზე, შენ რომ დასტოვე,

მოვხუცდი, შვილო, მეც დამიღამდა,

სიძაბუნეს ვგრძნობ და სიმარტოვეს.


ღვინო დავწურეთ, მაგრამ ქვევრებში

ძველიც ბევრია, ახალს რა ვუყოთ?

თუ გამახარებ ამ სიბერეში,

იქნებ ეს ღვინო ვინმეს წაუღო.


დედაშენი კი სულ მოტყდა, ბაბა,

თუმც აღარ არის ახლაც მოცლილი.

სანამ ჩვენ თვითონ გავითხრით საფლავს,

არ უნდა გვნახო, შე დალოცვილო.


ლექსები მამაზე  • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen