კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:56
Advertisement

 

 

 

მერიდიანებს დავეზიარე

ზღვებით, ხმელეთით, ცისფერი ქროლვით,

მაგრამ გულდაგულ სადაც ვიარე,

ყველგან ვიარე თბილისის დროით.


თბილისის დროით გავსჭერ ვარძია

და აღვაზევე სვეტიცხოველი.

რაიც მონაგარს დაუგანძია,

არის მირონის წვეთი ყოველი.


თბილისის დროით ვაწრთე სახნისი,

გადავიხადე ომი მრავალი,

თბილისის დროით მტკივა კრწანისი

დიდი წარსული და მომავალი.


როგორც სინათლე უწმინდეს ფერთა

მოცხუნებული ახლოს თუ შორით,

დიდი სამრეკლო მოძმეთა ერთა

ვაშენე ჩემი თბილისის დროით.


თბილისის დროით მწვანე კორდები

ახასხასდება ზურმუხტის წნორით,

სადაც ინებო, დაგელოდები,

დაგელოდები თბილისის დროით!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen