კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:17
Advertisement

 

 

 

მე ქუთუთოებს ვსალტავ თითებით,

რომ არ დამისკდეს თვალთა ქვევრები...

დიდი ხარ! -

ღმერთსამც ნუ ედიდები,

ბევრი ხარ! -

ღმერთსამც ნუ ებევრები!

ამდენი სხივი სად შევინახო? -

დიდმა ნათელმა დაბინდა მზერა;

ჰაუ, რამდენი ბაგე მარხულობს,

რამდენი ფიქრი და ბედისწერა...

მე ქუთუთოებს ვსალტავ ცერებით,

რომ არ დამისკდეს თვალთა კაკლები...

დიდი ხარ! -

მტერსამც ნუ ემცირები,

ბევრი ხარ! -

მტერსამც ნუ ენაკლები!

ქალებს რა ვუთხრა მიჯნურ ბიჭებზე?

ვაჟებს რა ვამცნო სატრფო ქალებზე?

ფერით ვეფერო ვაკის სიჭრელეს

თუ ვიბურთაო საბურთალოზე?

დაციმციმებენ შუქთა ტევრები,

ვით ჯიხვთა მზერა დანაფერები...

ბევრი ხარ! -

ღმერთსამც ნუ ებევრები,

მეტი ხარ! -

ღმერთსამც ნუ ემეტები!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen