კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:21
Advertisement

 

 

 

გაშლილია მოწყენილი შარა.

მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.

მე მივდივარ მატარებლით ჩქარა

და შორიდან ქუთაისი მოჩანს.


იქ აგდია სადღაც ძველი ლოდი,

ჩემთან მორბის მატარებლის ჩრდილიც.

და ვიგრძენი, რომ ზეციდან მოდის

სიხარული ამნაირი დილის.


ახლა მორჩა, დამავიწყდა ისიც,

ქარი მისდევს გაყვითლებულ ფურცლებს,

ისევ ვდარდობ და სიმღერა ისმის,

და ძვირფასო, მაგონდები უცებ.


ახლა ვატყობ, რომ ეს ბედი გღუპავს,

და ღონდები, რადგან ჩემთან არ ხარ.

მიხარია და მადლობა უფალს,

რომ მეღირსა ქუთაისის ნახვა.


გაშლილია მოწყენილი შარა,

მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.

მე მივდივარ მატარებლით ჩქარა

და შორიდან ქუთაისი მოჩანს.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ტერენტი გრანელი  • • •   ტერენტი გრანელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen