კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

დამფრთხალი სული კბილით მიჭირავს,

კედელზე აჩრდილს მასპინძლობს სარკე,

გულისწამღებად მოთქვამს ჭრიჭინა

და შვინდის ტოტი აწყდება სარკმელს.


სუნთქვას მიჩერებს სიჩუმე მკაცრი,

დრო ქარაფებში მდინარედ მირბის,

მოწამეთასთან ამოდის კაცი

და თმებში მაწნავს ყვავილთა გვირგვინს.


სხეულში ქრება ლოდინით დაღლა,

ათას მადლობას ვწირავ მარჩენალს,

რომ შემობრძანდა სიზმარში ახლა,

ჩემი ოცნების გადასარჩენად.


შორით ორეულს აწყდება თვალი,

ცოდვილი სული კბილით მიჭირავს,

ტაძრის სიღრმეში ლოცულობს ქალი

და მარტოობას მოთქვამს ჭრიჭინა.


ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen