კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:17
Advertisement

 

 

 

სხვა ელფერი აქვს ეფემერულ წვიმას ბათუმის,

სულის სიბრტყეზე გამჭვირვალე ფერთა ანთებას,

ცრის მერდინივით ცის საცრიდან ფიქრები რთული,

სად გაგიტაცეს შესახვედრად უხილავ ფრთებმა.

მე ამ წვიმაში შემალული ვიღაც მეგულვის,

ჩაღრმავებული თავის თავში ზღარბივით, ბრძენი...

სული ივსება ცივი წვიმის უცხო შეგრძნებით,

ჟრუანტელივით იზაფრება სხეული გლუვი.

აუწონავი სიმსუბუქე ამ სილამაზის,

პროვინციული სახეების სიმშვიდის ფასი -

აქ შეიძლება ჩაგიაროს გვერდით ჰეგელმა...

ფერხთით გართხმულა ზღვა და უკან მდუმარე მთები

მოჩანან, როგორც შეკვეცილი ოცნების ფრთები -

უკანასკნელი სიყვარულის შემოგებება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen