ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს, ყველა კუთხის გმირობები მსმენია, საქართველოვ, უბათუმოდ ვინა ხარ?! საქართველოვ, ბათუმიც ხომ შენია.
მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა, სახელი კი შენ გაგითქვამს იმით, რომ, ისტორია შენი გაშვილიშვილდა.
გშველის, როგორც ქალის თბილი ალერსი, ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები, ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.
გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება, ვაი, როგორ ახალგაზრდა ბერდები... საქართველო ბათუმიდან თენდება. |