კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:51
Advertisement

 

 

 

ამ ლურჯკაბიან მთებთან

ზღვა დაიჩოქებს ლოცვით,

მნათობი ფოთლებს ღებავს,

ტალღა ნაპირებს კოცნის.

აქ ოთხი დროა ერთად,

მზეა თუ ბროლის წვიმა,

ისე დაგლოცა ღმერთმა,

ზეცა ალერსად ცვივა!

თბილო ბათუმო, ტკბილო ნატვრის ახდომავ,

ქალაქს ანკარას გამკობს მარად ვარდობა,

ისე სათნო ხარ, კარგო, ისე სანდო ხარ,

მადლობა შენა ჯილდოდ, გულთა მადლობა.

ღიმილო, სილამაზევ,

ბაღო, ცრემლივით ჩუმო,

დღე ფერადებით გავსებს,

ღამეს რომ ეჩურჩულო.

თბილო ბათუმო, ტკბილო სურვილით ახდომავ...

ქალაქს ანკარას მოგრთავს მარად ვარდობა,

ისე სათნო ხარ, კარგო, ისე სანდო ხარ,

მადლობა შენა ჯილდოდ, გულთა მადლობა.

 

ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen