კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:18

 

 

 

თვალწარმტაცი მთა-ველი

გულში ჩასახატია,

მიწის ყველა მტკაველი

სალოცავი ხატია.

ჭავჭავაძის მამული

ბაღნარი ედემია,

იყალთოს შენახული

შოთას აკადემია.

მხიბლავს შეუსადარი,

ველი ალაზანისა,

ალავერდის ტაძარი

საროდაყრილ ტანისა.

დგანან ციხე-ბურჯები,

გასახარად გულისა,

მრავლისმნახი მუნჯები

ნაწამებ მამულისა.

განთქმულია: ბარაქით,

გრემის დღესასწაულით,

გურჯაანის "წარაფით",

ყვარლის "ქინძმარაულით".

ქალღმერთ ნატო ვაჩნაძით,

გოგლას ლექსთა მძივებით,

შემოდგომის ბაქმაზით

ვაზის უხვი მწკრივებით.

ფართო მკერდით, მხნე გულით,

(ყალყზე შემდგარ რაშივით),

ძეგლად გაცოცხლებული,

მამა მახარაშვილით.

წამალ-მალამოს დარი

ტალახით ახტალისა,

ტყეში მწიფე მოცხარით

მწვანით მთის თუ ბარისა.

ლაგოდეხის ნაკრძალით,

ოქროსფერი კალოთი,

ულეველი საგზალით,

თორღვას მთის აბანოთი.

ბულბულობა გვწყურია

ვანოს "დედას ლევანის",

ხმაში რომ ჩასწურია,

რქაწითელის მტევანი.

რა ტურფა ხარ, რა კარგი,

გარჯა - ბრძოლის ბელადი,

ერეკლეს ხმლით ნაქარგი

შილდელის ხმით ჟღერადი.

ბევრჯერ მოიწადინეს

შენი დაბორკილება

ცრემლი ბევრი გადინეს,

სცადეს დამორჩილება.

მაგრამ ქედი უდრეკი,

ვერა, ვერ მოგიხარეს

მტერი ბმო და ვერაგი

ვერასდროს გაიხარებს.

გულში ჩასახატია

თვალწარმტაცი მთა-ველი

სალოცავი ხატია,

მიწის ყველა მტკაველი.

შეიძლება დაგაინტერესოთ