კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:33
Advertisement

 

 

 

იპნევა თქეშით ნეშოები გამხმარ მცენარის,

და გაყინული მეეზოვე იორთქლავს ხელებს,

ვით ელექტრონის მოშვილდული შუქი ზენარი

მიყვება ლანდი გარისხული  ქუჩის ღელეებს.

დაჭრილ ვეფხივით გადაირბენს ავტომობილი,

ქუჩას უდაბნოს ისევ ქარი დაიმორჩილებს.

გზა გადაჭრილი სდგას სვეტივით ღამის დობილი

და თითქოს ესმის მდინარიდან ტირილი ნორჩის.

ირყევა ხიდი ამართული ეშაფოტივით

დასცქერის მთვარე: ბალდახინით ქალაქს დაპყრობილს.

უეცრათ ზვირთებს დაეცემა მძიმე ნაფოტი

და მოხრის ქარი უცხო მგზავრის ხელებს აპყრობილს.

იღლება ღამე, ვეღარ უძლებს მეტოქეს ახალს -

იშლება ცაზე ყვავილივით ფრთა ანგელოსის.

დაბმულ ტივებთან მეორე დღეს ბავშვებმა ნახეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen