კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 08:20

 

 

 

დღეს ღამე შობს და ღამეს კიდევ დღე-დღევანდელი -

მუცელქმნილია ერთმანეთზე ერთი მოტივით -

ღამე ხანძრებით გავითენოთ ვანდალებივით,

თეთრი დღეები დავიღამოთ გილიოტინით,

სამგლოვიარო რეკვიემი უნდა ისმინო,

პასტორალური ფლეიტები სადაც ხმიანობს:

საით ისწრაფი ძლიერ ქართა საპირისპიროდ,

ო, მაინც რა გსურს, რას ხმიანობ ადამიანო!

შენში მოგონილს, შენში მოვლილს, შენში ჩაკარგულს

თუ სხვათა მიერ ნაკარნახევს მისტირი რწმენას, -

მზე მოაგორებს დედამიწას საბარგულივით

და შუა გზაზე გაჩხერილი გულაღმა ვწევარ.

ო, რა საზარლად ისმის ახლა ძვლების ჭახანი -

მკერდზე გადამდის ეს სამყარო ძველიც, ახალიც.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen