კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:54
Advertisement

 

 

 

შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,

რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,

აბა ძვირფასო, შენ მე რას გამიგებ

მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა.


მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ უმწეო,

რომელსაც ცრემლები გრძნობები ჰგონია,

რომელმაც არ იცის რა არის დარდი

და ჩემი ცრემლები ბავშვური გგონია.


მაგრამ მე კი სულ თავზე გევლები,

ვითარც მოზრდილ ხეს ნიავი დილის,

მაგრამ შენ რად გინდა ცრემლები ბავშვის

ბავშვი ხომ უბრალო რამეზე ტირის.


შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,

რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,

აბა ძვირფასო შენ მე რას გამიგებ,

მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen