კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:56
Advertisement

 

 

 

მატარებლები მიდიან ნელა...

ბაქანზე რჩება ჭორფლიანი,

მაღალი გოგო

და ნამძინარევ მგზავრების ღიმილს

აგროვებს, როგორც ცარიელ ბოთლებს.

თეთრი ღრუბლები, თეთრი ღრუბლები

მატარებლებზე ჩქარა დადიან...

და თითქოს მუხლის გასამართავად

სადგურზე მძიმედ ჩამოდის წვიმა.

მატარებლები მიდიან ნელა...

მორიგე იხდის მონომახის ქუდს და იძინებს 

და ესიზმრება აგარაკის მსუქანი მთვარე...

ყველას თავისი ფიქრი აწუხებს...

მატარებლები მიმდიან ნელა...

მე ვხედავ შენს გულს, 

მოფარფატეს ტრიალ მინდვრებზე, 

ბოლო ვაგონის წითელ ნათურას... 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen