კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:49
Advertisement

 

 

 

ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი 

და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ, 

მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით 

და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.


ახლა მარტია, დამიჯერე ჯერ არ ნახულა, 

ჩემი სარკმელი ასე ლურჯი, ასე ციმციმა, 

ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა, 

რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა?


ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით, 

ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით, 

შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი, 

რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით... 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen