კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:21
Advertisement

 

 

 

დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,

ღამემ ნაფერები სიტყვა დამაწია,

მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული

ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.

დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,

ბევრი ღიმილი და ბევრი აღტაცება...

აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,

თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.

მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებას,

ფერის ცვალება და სულთა გრადაცია,

ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,

კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!

და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,

სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,

შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,

ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება...

დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,

ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,

მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული

ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen