ჩიკი-ჩიკი- ჩხიკი-ჩხაკ, პაპა ჩორკნის ჩიჩილაკს, რაკ-რაკ, ტაკ-ტუკ, რაკი-რაკ, - ბებო რას ჭრიის? - გოზინაყს.
დედა რას შლის? - სუფრას. ალაგებს და ალაგებს ნაირ-ნაირს ნუგბარს,
მამა ამბობს: - ვიყიდე. - მე დავანთებ სანთლებს, სახლი ათინათდეს.
მხიარულობს ბუხარი! მივუცუცქდი ჩურჩხელებს, სანამ დროა, უშველეთ.
არ ვემდურით მადას. ჩირიმ-ჩირიმ-ჩირიმ, ჩამიჩი და ჩირი.
ვაწკრიალებთ ზარებს. ჭიქებს გვივსებს მე და შენ მაჭარი და ზედაშე.
საბა, მათე, თეკლე, გამოაღეთ კარი სურვილების ზღვარი,
თოვლის პაპის საჩუქრებს. პაპა, პაპებს არ მეტყვი, თოვლის პაპა რას ჩუქნის?
პაჭიჭებიც ფაფუკი, მე მაჩუქეს წიგნი, და თოჯინა დიდი.
- მეც მაჩვენე, სად გაქვს? მყავს ახალი ცხენი, მოსართავი შვენის. მერე რა რომ ხისაა? ცხრა მთას გადიჭენებს.
გარეთ თეთრად ბარდნის. გარეთ გადით, გარეთ, ვერცხლი ფარავს მთვარეს. ვარსკვლავების ციმციმით, ცაზე შობა იცინის. |