კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

გაგვიზაფხულდა. სიცოცხლის ძალამ

იფეთქა... გაქრა ზამთარი ცივი,

და შეიმუსრა ყინულთ ბორკილი,

რა მოხვდა გულში მზის თბილი სხივი.


ისევ გაცოცხლდა მკვდარი ბუნება:

აყვავდა ბარი, აყვავდნენ მთები,

და წალკოტებში ათას ფერადად

გადაიფურჩქნენ ვარდ-ყვავილები.


ტყე შეიმოსა ზურმუხტის ფერად,

მწვანე მანტია გარს მოიხვია

და, თითქოს ნიშნად სიყვარულისა,

ფოთოლი ფოთოლს გადაეხვია...


თვით სიხარული გამეფდა ქვეყნად,

შორს, შორს გაისმის ნეტარი ხმები:

აქ ბულბული სტვენს, იქ შაშვი გალობს

მათ ბანს აძლევენ სხვა ფრინველები.


აჰ, რა კარგი ხარ, შენ გაზაფხულო,

დიად ზაფხულის წინამორბედო!..

ვაშა!.. დიდება შენს მოვლინებას,

ქვეყნის ნუგეშო, ქვეყნის იმედო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen