კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:59
Advertisement

 

 

 

ეს რა დილა მოფრენილა,

ეს რა ცის ჭიატი ჩნდება,

მიწა ნათლით მოფენილა,

ყველაფერზე თვალი მრჩება!

ცხრათვალა მზის სხივი ფარავს

ყოველ ხეზე ყოველ ფოთოლს,

შესევია ფერდობს ფარა,

დედას ეძებს კრავი თოთო.

თავს ევლება ჩიტი ბუდეს,

რა ლამაზი აუგია!

შიგ მზის ტოლა კვერცხი უდევს,

ჯერ არავის გაუგია!

გამოჩეკავს ოქროს ფრინველს

და ჭიკჭიკით შესძრავს სივრცეს,

უგალობებს მამულს პირველს,

გულს სიხარულს შემოგვისევს.

ეს რა დილა მოფრენილა,

ეს რა სასწაული ვნახე,

მიწა ნათლით მოფენილა

და ულურჯეს თვალებს ახელს!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen