კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:51
Advertisement

 

 

 

მათი ღიმილი სურათებმა შემოგვინახა,

რა ვქნათ სიკვდილი ყველას ხვედრია;

წავიდნენ, სადაც წამსვლელები ბევრი გვინახავს

დაბრუნებული აღარავინ არ შეგვხვედრია.

ჩვენ აღარ გვახსოვს, როგორ უყვართ მამებს შვილები,

ჩვენი მამები როგორები იყვნენ ნეტავი?

დედები მამის სახლში მოსვლით არ გვაშინებდნენ,

მათი წვერები ჩვენს ბაგეებს აღარ ჩხვლეტავენ.

იყვნენ,

ცოცხლობდნენ სიხარულით, მზით და ლექსებით

და მერე მოხვდათტყვია იჩქითად...

შვილებმა მამებს გულზე ღილი ვეღარ შევხსენით,

მათ სადღაც სვავი მკერდთ უჩიჩქნიდათ.

მათ შერჩათ ვალი,

თუმცა ერქვათ ვალმოხდილები,

მოგვაკლეს სითბო და მამურად ვერ დაგვარიგეს,

ჩვენ მამის ალერსს, მე მგონია, ჩვენი შვილების

თვალებში როცა ჩავიხედავთ მაშინ გავიგებთ...


ლექსები მამაზე  • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen